საქართველოში ფრენებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ევროვინგსი“ შეასრულებს

14:15, 15.04.2021
Barcelona, Spanien - 9. Juni 2018: Ein Airbus A320 der Eurowings mit dem Kennzeichen D-ABNU startet vom Flughafen Barcelona (BCN) in Spanien. [ Rechtehinweis: picture alliance ]

Barcelona, Spanien - 9. Juni 2018: Ein Airbus A320 der Eurowings mit dem Kennzeichen D-ABNU startet vom Flughafen Barcelona (BCN) in Spanien. [ Rechtehinweis: picture alliance ]

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ევროვინგსი“, რომელიც „ლუფტანზა ჯგუფში“ შედის, საქართველოს მიმართულებით რეგულარული ოპერირების დაწყებას განიხილავს.

ავიაკომპანიამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვის მისაღებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე ოფიციალურად მიმართა.

„სასიხარულოა, რომ ჩვენ არათუ გვიბრუნდება ძველი ავიაგადამზიდავი კომპანიები, არამედ ახალი მონაწილეებიც გვემატება. „ევროვინგსმა“ ოფიციალურად გამოთქვა სურვილი და მიმართა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რომ ზაფხულის პერიოდში, პირველ რიგში, თბილისი – დიუსელდორფი – თბილისის ფრენებს დაიწყებს, შემდგომში კი არეალს გააფართოვებს. ტურიზმის გამოცოცხლების კვალობაზე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართულ ბაზარს ახალი ავიაკომპანიები შეუერთდება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მიმდინარე წლის 21 ივლისიდან „ევროვინგსი“ ფრენებს დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე რეისებს შეასრულებს.

ფრენები კვირაში ორი სიხშირით Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

მსგავსი