საქართველოში ევროპის დღე აღინიშნება
საქართველოში ევროპის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოში ევროპის დღე აღინიშნება. სპეციალურად ამ დღისთვის რიყის პარკში „ევროპული სოფელი” მოეწყო. საქართველოში აკრედიტებულ ევროპული ქვეყნების საელჩოებს თავიანთი კუთხე აქვთ მოწყობილი,სადაც მათი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ნაწარმია წარმოდგენილია და უკრავს ტრადიციულ მუსიკა.

რიყის პარკში მოსულ სტუმრებს სპორტულ შეჯიბრებებსა და კულტურულ ღონისძიებებში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ, დააგემოვნონ ტრადიციული სამზარეულო.

დღის ბოლოს კი ნინო ქათამაძისა და გერმანულ მეგაპროექტ “ვოისის” ქართველ გამარჯვებულს, ნათია თოდუას მოუსმინონ.

ევროპის დღეებს ტრადიციულად საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახსნიან.

ევროპის დღეებს ევროპულ ქვეყნებში 9 მაისს აღნიშნავენ, თარიღი ორმოცდაათიან წლებსა და საფრანგეთის პოლიტიკურ მოღვაწეს, რობერ შუმანს უკავშირდება, რომელმაც ევროპის ქვეყნებს სამრეწველო-ეკონომიკური თანამშრომლობა შესთავაზა. ამ დეკლარაციამ ევროკავშირის შექმნას დაუდო საფუძველი, რომელიც უკვე 60 წელია ფუნქციონირებს და დღეს 28 წევრი ქვეყნითაა წარმოდგენილი.