საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა - ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, ევროკავშირი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს, დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა - ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, ევროკავშირი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს, დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს

ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს. ევროკავშირი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს“.

„საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო. მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს. ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს. ევროკავშირი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს. დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.