ევროკავშირის წარმომადგენლობა – ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ხელისუფლებას, იპოვოს წინსვლის უკეთესი გზა სისტემური მიდგომით
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება.
წარმომადგენლობის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
„ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, არ მოხდეს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის დამტკიცება აღწერილი რისკების გათვალისიწინებით. ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას, იპოვოს წინსვლის უკეთესი გზა სისტემური მიდგომით. ჩვენ შეგვიძლია, ვიაროთ წინ ერთად უფრო ძლიერებმა“, – ნათქვამია განცხადებაში.
EU 🇪🇺 supports the Venice Commission recommendations: better not to adopt the draft law on de-oligarchisation given the described risks. EU is ready to support the Georgian authorities to find a better way forward with a systemic approach. We can move forward stronger together.
— EU Delegation Georgia 🇪🇺 (@EUinGeorgia) June 14, 2023