საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის ვადა 2020 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის ვადა 2020 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის ვადა 2020 წლის 14 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება დღეს ევროკავშირის საბჭომ მიიღო.

ამასთან, დამტკიცდა სადამკვირვებლო მისიის ბიუჯეტიც, რომელიც 2018 წლის 15 დეკემბრიდან 2020 წლის 14 დეკემბრამდე 38.2 მილიონ ევროს შეადგენს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს.