საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ორგანიზაციის უკვე 28-ვე ქვეყნის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ორგანიზაციის უკვე 28-ვე ქვეყნის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) პირველი სამოქალაქო მისია გახდა, რომელიც ევროკავშირის 28-ვე წევრი ქვეყნის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მისია ავრცელებს.

„მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დღეიდან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პირველი სამოქალაქო მისია გახდა, რომელიც დაკომპლექტებულია პერსონალით ევროკავშირის 28-ვე წევრი ქვეყნიდან. მე მადლობელი ვარ ჩემი ერთგული კოლეგების 28 წევრი სახელმწიფოდან, მათი წვლილისთვის და ევროკავშირის დედაქალაქების მათი მხარდაჭერის გაგრძელებისთვის“, – განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოგმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ხაზთან მომუშავე ერთადერთი საერთაშორისო მისიაა, რომელიც ახორციელებს ადგილზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და საცხოვრებელი პირობების მონიტორინგს.