საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმყოფებოდა.

ჰერჩინსკიმ მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

9 აპრილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

„9 აპრილი არის მტკივნეული შეხსენება საბჭოთა ჯარების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ჩადენილი ძალადობის; მათი წინააღმდეგობა საქართველოს თავისუფლების, ღირსების და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სიმბოლოდ იქცა.

ჩვენ პატივს მივაგებთ მათ, ვინც სიცოცხლე შესწირეს და ვერ მოესწრნენ დამოუკიდებლობის აღდგენას, რომელთანაც ორმა წელმა დააშორა.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას – ეს არის მძიმე ბრძოლით მოპოვებული მიღწევა, რომლის დაცვასაც საქართველოს თაობები განაგრძობენ“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფეისბუქგვერდზე.