საქართველოში ევროკავშირის ელჩი პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრას გეგმავს
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრას გეგმავს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრას გეგმავს, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, საარჩევნო პროცესი თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე უნდა წარიმართოს.

„ჩვენი, როგორც ევროკავშირის, ასევე საელჩოების მოვალეობაა, დავაკვირდეთ ამ პროცესს, რომ პროცესმა გამოხატოს ადამიანების თავისუფალი სურვილი. ჩემი როლი და მისია არ არის, შევაფასო სხვადასხვა კანდიდატი. მე ბევრ მათგანს შევხვდები. ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ ადამიანებს თავისუფალი ნების გამოხატვაში“, – განაცხადა ელჩმა.

კარლ ჰარცელი ბათუმში ევროკავშირის მიერ განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით იმყოფება და შეხვედრებს მართავს.