საქართველოში ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, კადრი სიმსონის ვიზიტი იგეგმება
საქართველოში ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, კადრი სიმსონის ვიზიტი იგეგმება

საქართველოში ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, კადრი სიმსონის ვიზიტი იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ავრცელებს.

ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი წერს, რომ იგეგმება ენერგეტიკის სფეროში მაღალი დონის დიალოგის დაწყება.

ევროკომისრის ვიზიტამდე, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე მოლაპარაკება გამართა ევროკავშირის ენერგეტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, მეთიუ ბალდვინთან.