საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტები 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს გაიმართება
საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტები 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს გაიმართება

ბრიტანელი ვარსკვლავის ელტონ ჯონის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს გაიმართება.

ხელშეკრულება SOLO-სა და მომღერალს შორის უკვე გაფორმებულია.

როგორც პირველ არხს ორგანიზატორებმა განუცხადეს, ამ პერიოდში ეს ელტონ ჯონის ერთადერთი კონცერტი იქნება ევროპაში.

ბრიტანელი მომღერლის კონცერტები „ბლექ სი არენაზე“ გასული წლის 16-17 სექტემბერს იყო დაგეგმილი.

თუმცა კონცერტები ელტონ ჯონის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

რაც შეეხება გადადებული კონცერტის ბილეთებს, 16-17 სექტემბრის კონცერტების ბილეთების მფლობელები 2018 წლის 30 ივნისსა და პირველ ივლისს ამავე ბილეთებით შეძლებენ მომღერლის კონცერტზე დასწრებას.