საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 2019 წელს 7.5 პროცენტით გაიზარდა, ექსპორტი 58.7 პროცენტით შემცირდა
საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 2019 წელს 7.5 პროცენტით გაიზარდა, ექსპორტი 58.7 პროცენტით შემცირდა

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 2019 წელს დაახლოებით 7.5 პროცენტით გაიზარდა, ექსპორტი კი 58.7 პროცენტით შემცირდა.

2019 წელს ქვეყანამ 1623 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შეიძინა, 2018 წელს კი იმპორტის მაჩვენებელი 1508.82 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენდა. შარშან იმპორტის 68 პროცენტი აზერბაიჯანზე მოდიოდა, 32 პროცენტი – რუსეთზე.

ექსპორტზე კი 2019 წელს 243.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 588.58 მლნ კვტ.სთ.-ს შეადგენდა. ექსპორტი საქართველოს ოთხივე მეზობელ ქვეყანაში განხორციელდა, მათ შორის ყველაზე მეტი – თურქეთში (46 პროცენტი).

ეკონომიკის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბალანსით, 2020 წელს იმპორტის შემცირებაა გათვალისწინებული – 1253.9 მილიონ კვტ.სთ-მდე. ექსპორტი კი, არსებული გეგმით, 577.8 მილიონი კვტ.სთ-მდე გაიზრდება.