ელექტროძრავიანი ავტობუსების იმპორტი და მიწოდება შესაძლოა, დღგ-სგან გათავისუფლდეს
ელექტროძრავიანი ავტობუსების იმპორტი და მიწოდება შესაძლოა, დღგ-სგან გათავისუფლდეს

საქართველოში ელექტროძრავიანი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების იმპორტი და მიწოდება შესაძლოა, დღგ-სგან გათავისუფლდეს.

შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე და არჩილ თალაკვაძე არიან.

დღეს მოქმედი კანონით, ელექტროძრავიანი ავტობუსის (მათ შორის, ელექტროძრავიანი მიკროავტობუსის) მიწოდება და იმპორტი სხვა გადასახადებისგან (იმპორტისა და აქციზის გადასახადი) გათავისუფლებულია და მხოლოდ დღგ-თი იბეგრება, ცვლილებებით კი, დღგ-სგან მისი სრულად გათავისუფლება იგეგმება.

ცვლილებების ავტორები განმარტავენ, რომ კანონპროექტის მომზადების მიზეზი ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების იმპორტისა და მათი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაა.