საქართველოში ეკოტურიზმის სამედიცინო ასპექტების განვითარებისთვის კონფერენცია იმართება 
საქართველოში ეკოტურიზმის სამედიცინო ასპექტების განვითარებისთვის კონფერენცია იმართება 

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში მე-11 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციის და საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით იმართება.

წელს კონფერენციას საერთაშორისო კონგრესის რანგი აქვს და საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების სამედიცინო ასპექტებს ეძღვნება. კონგრესის მუშაობაში უცხოელი და ქართველი მეცნიერები მონაწილეობენ.

ტრადიციულად კონგრესის პლენარული სესიები ეთმობა როგორც სამეცნიერო თემატიკებს, ასევე პიროვნებების ხსოვნას და საიუბილეო თარიღებს.

ორგანიზატორების მოწვევით, მე-11 საერთაშორისო კონფერენციას მათი კოლეგის, ყოფილი მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის, ექიმი-ეპიდემიოლოგის, ზურაბ ფუტკარაძის ოჯახი ესწრება. მათ გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად დაუჭირონ მხარი კონგრესის მუშაობას. მათივე ინფორმაციით ყოველწლიურად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტისთვის დაწესდება ზურაბ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია და დაფუძნდება ზურაბ ფუტკარაძის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გარკვეულ მიმართულებების გაძლიერებას.