საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, თბილისის სავიზო სააპლიკაციო ცენტრი 29 ივნისიდან მუშაობას განაახლებს
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, თბილისის სავიზო სააპლიკაციო ცენტრი 29 ივნისიდან მუშაობას განაახლებს

თბილისის სავიზო სააპლიკაციო ცენტრი 29 ივნისიდან მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

„თბილისში არსებული სავიზო სააპლიკაციო ცენტრი მუშაობას 29 ივნისიდან განაახლებს. ცენტრის მუშაობის გრაფიკი შეგიძლიათ ნახოთ მათ ვებგვერდზე: https://pos.tlscontact.com/tbs_en/index.php.

თუ გსურთ ახალი სავიზო განაცხადის შევსება და განთავსება, ასევე ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა, შესაბამისი ონლაინრესურსი უკვე ფუნქციონირებს.

თუ თქვენ უკვე გაკეთებული გაქვთ სავიზო განაცხადი და პასუხს ელოდებით გაერთიანებული სამეფოს სავიზო და საიმიგრაციო სამსახურიდან, ცენტრის წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ, რათა ცენტრში ვიზიტი დაგეგმოთ.

ცენტრში ვიზიტისას საჭირო იქნება „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეული უსაფრთხოების წესების დაცვა, მათ შორის ტემპერატურის გაზომვა, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პანდემიიდან გამომდინარე, 8 ივნისიდან გაერთიანებულ სამეფოში შესვლისას ახალი წესები მოქმედებს. https://www.gov.uk/uk-border-control.

სრული ინფორმაცია, საჭირო ბმულები, სავიზო ფორმები და ა.შ. იხილეთ სავიზო სააპლიკაციო ცენტრის გვერდზე: https://pos.tlscontact.com/tbs_en/index.php.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო არ გასცემს დიდი ბრიტანეთის ვიზებს და არ იძლევა კონსულტაციებს ვიზებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.