საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი – მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, წავიდნენ არჩევნებზე

13:52, 31.10.2020

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

განცხადება ელჩმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

„დღეს მე დამკვირვებელი ვარ. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, წავიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავისი ხმა“, – წერს კლეიტონი.

 

მსგავსი