საქართველოში დღეს წვიმა, თოვლი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

07:03, 25.02.2020

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს წვიმა, თოვლი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, ზღვაზე მოსალოდნელია 4-6 ბალიანი შტორმი.

„25 თებერვალს საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი