საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის ინფორმაციით, ამჯერადაც მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო და ის თბილისის დროით 04:46 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრა 3.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.

დღესვე კიდევ ორი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელთა ეპიცენტრიც იყო სამებასთან. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, თბილისის დროით 02:28 საათზე 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა, ხოლო თბილისის დროით 02:37 საათზე – 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.