საქართველოში დღეს და ხვალ უმეტესად თბილი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოში დღეს და ხვალ უმეტესად თბილი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დღეს და ხვალ თბილი ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოს საათებში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში 23-28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 19-24 გრადუსამდე მოიმატებს.

ამასთან, უწყების ცნობით, 13 მაისს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან კვლავ მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 3-4 გრადუსით დაიკლებს. 14 მაისიდან შედარებით გამოიდარებს და დათბება.

ამათან, 13 მაისს თბილისში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარი. დანარჩენ დღეებში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 22-24 გრადუსი დაფიქსირდება.