საქართველოში დღეს და ხვალ ნალექია მოსალოდნელი, მთაში თოვლის სახით
საქართველოში დღეს და ხვალ ნალექია მოსალოდნელი, მთაში თოვლის სახით

საქართველოში დღეს და ხვალ (31 იანვარს და პირველ თებერვალს) მოსალოდნელია ნალექი, მთასა და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან კი ძლიერი,  – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამასთან, სინოპტიკოსები ნისლსა და ქარბუქსაც პროგნოზირებენ, ზღვაზე კი, ოთხ-ხუთ ბალიან შტორმს ელოდებიან.

ასევე, დღეს და ხვალ დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

დატოვე კომენტარი