საქართველოში დღეს 40 ათას „პისიარ“ ტესტს ჩამოიტანენ
საქართველოში დღეს 40 ათას „პისიარ“ ტესტს ჩამოიტანენ

საქართველოში დღეს 40 ათას „პისიარ“ ტესტს  ჩამოიტანენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს ღამე ასევე იგეგმება 20 ათასი ანტისხეულების ტესტის ჩამოტანა.

„ტესტების დაანონსებულ მარაგს ველოდებით. იცით, რომ ყოველთვის ძირითადი აქცენტი კეთდება ოქროს სტანდარტზე. ეს არის „პისიარ“ ტესტები. ველოდებით 40 000 „პისიარ“ ტესტს და 20 000 ანტისხეულების ტესტს.

ტესტების გარდა, ველოდებით ძალიან ბევრ დამცავ საშუალებას, რომელზეც არაერთხელ იყო კითხვა. ამ ეტაპისთვის, ეს იქნება იმდენად მნიშვნელოვანი შესყიდვა, რომ იმედს ვიტოვებ, რაღაც პერიოდში მაინც შეჩერდება ის მღელვარება საზოგადოებაში, რომელიც ტესტების დეფიციტიდან გამომდინარე არის აღძრული, თუმცა ეს დეფიციტი არასდროს არ ყოფილა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი