საქართველოში დღეიდან ყველა სახის წარმოება იხსნება
საქართველოში დღეიდან ყველა სახის წარმოება იხსნება

საქართველოში დღეიდან ყველა სახის წარმოება იხსნება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, უკვე შესაძლებელია, შეზღუდვების მოხსნა, მშენებლობის გარდა, სხვა სექტორებსაც შეეხოს.

„დღეს ჩვენ შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ 11 მაისიდან, ორშაბათიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო წარმოებაზე, ახლა საუბარია ყველა სახის წარმოებაზე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, დღეიდან ასევე იხსნება ყველა სახის საცალო, საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით.