საქართველოში დღეიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება

09:30, 18.03.2020

საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დღეიდან, ორი კვირის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. შეზღუდვები შეეხება უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, გარდა – საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისა; შერეული ოჯახებისა, რომელშიც ერთ-ერთი მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი არის საქართველოს მოქალაქე; ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირებისა, თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები); მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებისა – გაცემული საქართველოს შესაბამისი ორგანოს მიერ; სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირებისა; საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებისა.

ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად.

მსგავსი