საქართველოში შიდა ფრენები გაძვირდა
საქართველოში  შიდა ფრენები გაძვირდა

საქართველოში დღეიდან შიდა ფრენები გაძვირდა. ახალ ფასებთან დაკავშირებით განცხადება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ გაავრცელა.

ქუთაისი-მესტიის ფრენის ღირებულება 10 ლარით იზრდება და 50 ლარი ხდება (ერთი გზა).  ნატახტარი-მესტიის ფრენის ღირებულება 25 ლარით იმატებს და 90 ლარი ხდება (ერთი გზა). 35 ლარით იზრდება თბილისი-ბათუმის ფრენის ღირებულება და 125 ლარი ხდება (ერთი გზა).

უცვლელია მხოლოდ ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულების ფასი (50 ლარი).

შიდა ფრენებს ავიაკომპანია „აკ-ეარი“ ახორციელებს, რაზეც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.