საქართველოში დღეიდან ამინდი გაუმჯობესდება
საქართველოში დღეიდან ამინდი გაუმჯობესდება

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეიდან საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მომდევნო დღეებში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში დღეს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, თუმცა უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ-ი. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +9, +14°; მაღალ მთაში ღამით -6, -1°, დღისით +3, +8°.

უნალექოდ ჩაივლის დღე აღმოსავლეთ საქართველოშიც. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ-ი. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°,ზოგან -3°-მდე, დღისით +8, +13°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -7,-2°, დღისით 0, +5°,ზოგან +9°-მდე.

თბილისში ღამით ღამით +3°, დღისით +12° იქნება. იქროლებს სუსტი ქარი.