თსუ-ს ეზოში დემოკრატიული არჩევნების 100 წლისთავთან დაკავშირებით, იმიტირებული არჩევნები გაიმართა
თსუ-ს ეზოში დემოკრატიული არჩევნების 100 წლისთავთან დაკავშირებით, იმიტირებული არჩევნები გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, დამოუკიდებელ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების 100 წლისთავის აღსანიშნავად, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში იმიტირებული არჩევნები გაიმართა.

იმიტირებულ საარჩევნო უბანზე ბიულეტენები წარმოდგენილი იყო ზუსტად ისე, როგორც 1919 წელს. კერძოდ, მაშინ არჩევნებში მონაწილე 15-ივე პარტიას საკუთარი ბიულეტენი ჰქონდა, სადაც მოცემული იყო კანდიდატების სია.

აღსანიშნავია, რომ სადამფუძნებლო კრების არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჰქონდა საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს 20 წლის ასაკიდან. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ბიულეტენები მათთვის გასაგებ ენაზე იყო დაბეჭდილი.

იმიტირებულ არჩევნებში მონაწილეობა სტუდენტებმა მიიღეს.

დატოვე კომენტარი