საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ პაციენტია  
საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ პაციენტია  

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალში“ მყოფ ორ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნული პაციენტები საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულ 110-შემთხვევაში შედიან.

მათ ტესტები გუშინ ღამით ჩაუტარდათ, პასუხები კი დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან მიიღეს.

პაციენტებს ახლა ექიმები თბილისში გადასაყვანად ამზადებენ.

ექიმების ინფორმაციით, ორივე პაციენტს ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია აქვს.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, საავადმყოფოში მყოფი სხვა პაციენტების მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.
ამასთან, დღის განმავლობაში რამდენიმე პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან საველე ჰოსპიტალშიც.

ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 110 შემთხვევიდან 21 გამოჯანმრთელებულია.