საქართველოში ცნობილი მევიოლინე დევიდ გარეტი ჩამოვა
საქართველოში ცნობილი მევიოლინე დევიდ გარეტი ჩამოვა

საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, საქართველოში ცნობილი მევიოლინე დევიდ გარეტი ჩამოვა.

​მუსიკოსი საქართველოს ახალი ალბომით „ანლიმითიდ – ლაივ 2019“ (UNLIMITED –LIVE 2019) ესტუმრება.

ღონისძიება 13 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეშია დაგეგმილი. მის ახალ ალბომში Unlimited – Greatest Hits შესულია ცოტა ხნის წინ არანჟირებული ნაწარმოებები.

ბილეთების გაყიდვა 23 მაისს 20:00 საათზე დაიწყება, ფასი კი, 80-დან 250-ლარამდე იქნება.