საქართველოში ჩინეთის ახალმა ელჩმა სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა

15:58, 22.07.2019

საქართველოში ჩინეთის ახალმა ელჩმა, ლი იანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

დღესვე პრეზიდენტმა საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი, საბინე მახლი მიიღო.

„გაერო-ს სააგენტოებმა წარსულში ძალიან დიდი დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს. ველოდები მათთან სამომავლო თანამშრომლობას“, – წერს ზურაბიშვილი.

ამასთან, დღეს კიდევ ერთი შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან შედგა.

ზურაბიშვილის განცხადებით, ორგანიზაცია ძალიან ბევრს მუშაობს ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად.

მსგავსი