საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საერთაშორისო მედია წერს
საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საერთაშორისო მედია წერს. როგორც „სიენენი“ წერს, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტად ულტრამემარჯვენე, ფეხბურთელი აირჩია.
„ესოშიეითიდ პრესის“ სტატიაში აღნიშნულია, რომ ყაველაშვილმა მარტივად მოიგო არჩევნები, გამომდინარე იქედან, რომ 300-კაციან კოლეგიას „ქართული ოცნება“ აკონტროლებს.
„„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის კონტროლი 26 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე შეინარჩუნა, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, მოსკოვის დახმარებით გაყალბდა. საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა და მთავარმა პროდასავლურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, რომ გააგრძელებს სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მაგრამ ასევე სურს რუსეთთან კავშირების „გადატვირთვა“, – წერს „ესოშიეითიდ პრესი“.
„ბიბისი“ წერს, რომ ევროკავშირის მხარდამჭერი 17-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ საქართველოს სადავო პარლამენტმა „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი პრეზიდენტად დანიშნა.
„მიხეილ ყაველაშვილი, მზარდი ავტორიტარული მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და ამ თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატია. საქართველოს წარმავალმა პროდასავლურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყაველაშვილის არჩევა დაგმო, როგორც ტრავესტია და ამბობს, რომ ის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტია. ყაველაშვილი არის პარტია „ხალხის ძალის“ დამფუძნებელი, რომელიც ცნობილია, როგორც ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარი ხმა საქართველოში“, – წერს „ბიბისი“.
საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.