საქართველოში ბრიტანული მუსიკალური ტრიო The Tiger Lillies ჩამოდის
საქართველოში ბრიტანული მუსიკალური ტრიო The Tiger Lillies ჩამოდის

The Tiger Lillies საქართველოში ჩამოდის. ბრიტანული მუსიკალური ტრიო წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრში გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს. წარმოდგენა 20 სექტემბერს არის დაგეგმილი.

ცნობილი ტრიო საქართველოში ედგარ ალან პოს  „მოჯადოებული სასახლეს” ჩამოიტანს.

“The Tiger Lillies უჩვეულო სამწევრიანი ჯგუფია. მათი მუსიკა საოპერო ჟანრის, და ბოშური სიმღერების ერთგვარი ნაზავია.

„მათი მუსიკა პირქუშია, შავი იუმორით გაჯერებული, პერვერსიულად მშვენიერი, ხოლო მისი ჟანრის განსაზღვრა შეუძლებელია“ – ასე აფასებენ თეატრის კრიტიკოსები ტრიოს შემოქმედებას.

წარმოდგენა 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.