საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეთა ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება და მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ხელშეწყობა.

მემორანდუმის ხელმოწერამდე ელჩმა ჯასტინ მაქენზი სმიტმა „დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის“ მიერ საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

ელჩის განცხადებით, ფონდი საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების ხელშეწყობას სამი მსხვილი პროექტის საშუალებით უზრუნველუყოფს.

ღონისძიებას დიდი ბრიტანეთის საელჩომ უმასპინძლა, დამსწრეებს შორის იყო განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძეც.