საქართველოში ესტონეთის საელჩო საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოში ესტონეთის საელჩო საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში ესტონეთის საელჩო საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ესტონეთის საელჩოს განცხადებაში.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ამასთან, სროლის შედეგად დაჭრილი სამი პირი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს. ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს, ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – კრიტიკულად მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კიდევ ერთ დაშავებულს, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა და საგარეჯოდან „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს, ოპერაცია უტარდება. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.