საქართველოში ბრაზილიის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
საქართველოში ბრაზილიის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ოსვალდო ბიატო ჯუნიორმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ვახტანგ მახარობლიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიის შემდეგ გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის პოზიტიურ დინამიკაზე და აქცენტი გაკეთდა მიმდინარე წელს პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვის მიზანშეწონილობაზე. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე და ხაზი გაესვა არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული პოზიტიური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და გამოითქვა ამ კუთხით მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელების სურვილი.

ბრაზილიის ელჩმა დაადასტურა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მინისტრის პირველმა მოადგილემ წარმატება უსურვა და სათანადო მხარდაჭერა აღუთქვა ელჩს მის საქმიანობაში.