საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 421-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 108 პირს დაუდასტურდა, 714 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 8 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 1 043 შემთხვევა გამოვლინდა, 841 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.