საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

10:47, 21.03.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 700-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 262 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 189 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 მარტს კორონავირუსის 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 158 პაციენტი, რვა კი გარდაიცვალა.

მსგავსი