საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

10:52, 25.06.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 237-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 699 პირს დაუდასტურდა, 614 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 24 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 656 შემთხვევა გამოვლინდა, 861 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

მსგავსი