საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 849-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 777 ადამიანს დაუდასტურდა, 342 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 8 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 537 პაციენტი, ცხრა კი გარდაიცვალა.