საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 949 შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 659 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 18 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 783 გამოჯანმრთელდა, 14 პაციენტი კი  გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი