საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა

10:46, 06.04.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 832-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 897 ადამიანს დაუდასტურდა, 196 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი, შვიდი კი გარდაიცვალა.

მსგავსი