საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 959-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 663 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 19 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 659 პაციენტი, ათი კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი