საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 86 პაციენტი გარდაიცვალა

10:44, 03.09.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 86 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  7 649-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 3 034 პირს, 3 952 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი