საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 83 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 83 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 140-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 204 პირს დაუდასტურდა, 4 785 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 15 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 820 შემთხვევა გამოვლინდა, 6 017 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 82 კი გარდაიცვალა.