საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 82 პაციენტი გარდაიცვალა

10:31, 15.11.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 82 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 057-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 820 პირს დაუდასტურდა, 6 017 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 14 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 700 შემთხვევა გამოვლინდა, 5 277 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 81 კი გარდაიცვალა.

მსგავსი