საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 81 პაციენტი გარდაიცვალა

11:06, 14.11.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 81 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 975-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 700პირს დაუდასტურდა, 5 277 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 13 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 565 შემთხვევა გამოვლინდა,  2 285 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 78 კი გარდაიცვალა.

მსგავსი