საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა

10:39, 13.11.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 894-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 565 პირს დაუდასტურდა, 2 285 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 12 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 445 შემთხვევა გამოვლინდა, 3 508 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 77 კი გარდაიცვალა.

მსგავსი