საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 77 პაციენტი გარდაიცვალა

10:37, 11.11.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 77 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 739-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 563 პირს დაუდასტურდა, 4 744 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 10 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 5 751 შემთხვევა გამოვლინდა, 3 647 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 78 კი გარდაიცვალა.

მსგავსი