საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა

10:40, 26.11.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 810-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 534 პირს დაუდასტურდა, 3 742 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 331 შემთხვევა გამოვლინდა, 4 804 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 57 კი გარდაიცვალა.

მსგავსი