საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა

10:46, 08.11.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 509-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 191 პირს დაუდასტურდა, 4 348 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 7 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 104 შემთხვევა გამოვლინდა, 4 627 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 67 კი გარდაიცვალა. 

მსგავსი