საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა

10:46, 01.09.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 482-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 886 პირს დაუდასტურდა, 4 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 31 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 778 შემთხვევა გამოვლინდა, 4 753 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 79 კი გარდაიცვალა.

მსგავსი