საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 69 პაციენტი გარდაიცვალა

10:51, 26.12.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 69 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 13 512-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 661 პირს დაუდასტურდა, 3 841 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 25 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 090 შემთხვევა გამოვლინდა, 1 768 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 76 კი გარდაიცვალა.

მსგავსი